გრიგოლ გოგელია - ბორდი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება და რეზონანსი, ჩვენთვისაც მიუღებელი იყო

ზვიად რატიანთან დაკავშირებით გასული სიუჟეტი იყო გარკვეულწილად არაობიექტური და ადამიანის უფლებებს ლახავდა, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია არის ბორდის საერთო პოზიცია.

„ბორდი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება და რეზონანსი, ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა მუშაობდეს, დაირღვა. აქვე დავსძენ, რომ მაუწყებელი არ არის მხოლოდ ბორდის და მენეჯმენტის მაუწყებელი. ჩვენ საზოგადოებას მივეცით ის მექანიზმი, რომ თუ რაიმე სიუჟეტის ან არამართებული პროდუქციის გაშვება მოხდება, ამაზე შეუძლია იმსჯელოს სპეციალურმა ინსტიტუტებმა მაუწყებელში და მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ბორდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს.

ბორდის დღევანდელ სხდომაზე განიხილება ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტის საკითხიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა