ვასილ მაღლაფერიძე - სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ პროცესებზე, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ხდება

მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ პროცესებზე, რაც შიგნით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ხდება, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით გასული სიუჟეტი მისთვის არ არის მისაღები იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა, თუმცა აღნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ ყოფილა ერთადერთი ტელევიზია, ვინც პოეტ ზვიად რატიანის საკითხი გააშუქა.

„ცხადია, არც ერთ ადამიანს ეს აჟიოტაჟი არ მოეწონა. მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას, რაც შიგნით მიდის პროცესები, ამავე დროს ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ სიუჟეტზე. ეს არ არის დადებითი. სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, მათ შორის რომელსაც ტელევიზიები მესვრიან. ეს სიუჟეტი გაუშვა ყველა არხმა და არასწორია, რომ მხოლოდ ჩვენ გავუშვით და ისიც პირველმა. ყველაფერს ვიზამ, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის ამ განცხადების შემდეგ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე და ბორდის წევრმა სულხან სალაძემ კითხვით მიმართა ვასილ მაღლაფერიძეს, თუ როგორ გაუშვა ყველა არხმა აღნიშნული ინფორმაცია მაშინ, როდესაც 18.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი იყო, რომ ზვიად რატიანის დაკავების ვიდეოკადრები „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გამოითხოვა შს სამინისტროსგან.

„ცხადია, რომ მასალა გამოითხოვა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, რადგან დიდი ინტერესი იყო, თუმცა გამოთხოვილი მასალიდან მხოლოდ ნაწილი გაუშვა მაუწყებელმა და ისიც მასალაზე დადებული სიგნალით. თუმცა აღნიშნული გავიდა ასევე 15 ტელევიზიაში“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო