ქეთი მსხილაძე - ზვიად რატიანთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული ვიდეო იყო სიმართლის ერთი ნაგლეჯი

ზვიად რატიანის საკითხთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული ვიდეო იყო სიმართლის ერთი ნაგლეჯი, რომელიც პოლიციის არასწორ ქმედებებს ამართლებდა, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთი მსხილაძემ ბორდის სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას განაცხადა.

მსხილაძის განმარტებით, აღნიშნული მასალით საზოგადოებას „საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ აგრესიის ახალ ობიექტი წარმოუჩინა.

„სხვა ტელევიზიებმა რომ გაუშვეს ეს არ არის გამართლება. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ არის კომერციული ტელევიზია. გარდა ამისა, ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ სწორად მოხდა მასალის გამოთხოვა და გაშვება იმიტომ, რომ სიმართლე გაეგო საზოგადოებას. თუმცა, ეს არ იყო სიმართლე. ეს იყო სიმართლის ერთი ნაგლეჯი, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც პოლიციის არასწორ ქმედებას ამართლებდა და რომელიც ამ მასალით საზოგადოებას აგრესიის ახალ ობიექტს უჩენდა. ხელისუფლების ერთ-ერთი რგოლის ცუდი საქციელის გამამართლებელი გამოჩნდა ეს ვიდეო და ეს ტენდენციად იქცა“, - განაცხადა ქეთი მსხილაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს