დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობას გაეცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვია და კომპანიის საქმიანობას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, პირველია კავკასიის რეგიონში და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, რომელიც SCADA-ს სისტემით ხორციელდება.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს წარუდგინა პრეზენტაცია კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.

უწყების ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რომელმაც უზრუნველყო ქვეყნის ელექტრომომარაგებისა და მისი ენერგოსისტემის მდგრადობა, ამასთან, გაზარდა სატრანზიტო ფუნქციები.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო