დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფისში სტუმრობისას განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიით გამართულ მომარაგებას და, რა თქმა უნდა, კახა კალაძეს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო კომპანიაში ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, სამომავლო განვითარების ძირითად მიმართულებებს გაეცნო.

კანონში შესული ცვლილების შედეგად, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს