თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - მოვითხოვ იმ სპეცრაზმელის დასჯას, ვინც ჩემს შვილს ესროლა

ჩემი მოთხოვნაა, იმ სპეცრაზმელის დასჯა, ვინც ჩემს შვილს ესროლა, - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოჯახის და მთელი პანკისის მოთხოვნაა, გაირკვეს სიმართლე.

“ჩემი შვილი არაფერში გარეული არ ყოფილა. გამაგებინონ, ვინ ან რატომ ესროლა? მინდა დამნაშავე დროულად დაადგინონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯოს დამნაშავე. ვიცით, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა უმძიმესია, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ?! ვის რას უშავებდა?!”, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილი თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა