კახეთში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა სრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე კახეთის რეგიონში სამშენებლო სამუშაოებს ეცნობა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ზურაბ ალავიძემ ამჯერად საგარეჯოში სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაათვალიერა. სამუშაოები თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია 35 მ სიგრძის ხიდის მშენებლობა. ამ დროისათვის, დარჩენილია ხიდზე ასფატლო-ბეტონის საფარის დაგება და ხიდთან მისასვლელი ყრილის მოწყობა.

”პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 634 400 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება.

ხიდი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თოხლიაურსა და სოფელ მანავს შორის მდებარეობს. ახალ სახიდე გადასასვლელზე საგარეჯოს მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას”, - აცხადებენ სამინისტროში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს