საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10.2 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -21.5 მლრდ აშშ დოლარი (-53.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -144.4%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 10.2 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

ამასთან, მათივე ცნობით, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.0 მლრდ აშშ დოლარია (22.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 478.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 30.5 მლრდ აშშ დოლარი (75.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 467.3 მლნ აშშ დოლარით მეტია.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს