1 ივლისიდან 15 დეკემბრის პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 14 ადამიანს ამოეწურა

2017 წლის 1 ივლისიდან 15 დეკემბრის პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 14 ადამიანს ამოეწურა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, ქულათა ამოწურვის გამო მართვის უფლება თბილისში 10-ს, ხოლო ბათუმში, ოზურგეთში, რუსთავსა და თერჯოლაში თითო-თითო ადამიანს შეუჩერდა. ამასთან, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ქულათა შემცირების ჯამში, 231 312 ფაქტი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ქულათა დაკლების ყველაზე მეტი - 66 039 ფაქტი დაფიქსირდა შემდეგ დარღვევებზე - საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევის, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობის შემთხვევაში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ყველაზე ნაკლები - 1 ფაქტი კი სატრანსპორტო საშუალების წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის სამართავად გადაცემის შემთხვევაში დაფიქსირდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 15 დეკემბრის მდგომარეობით, მართვის მოწმობაზე 100 ქულა სრულად 251 687 ადამიანს აქვს შენარჩუნებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს