ზვიად რატიანი - მე არ დამიმალავს, რომ ჩემი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც მცემეს

მე არც სასამართლომდე დამიმალავს, რომ ჩემი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მცემეს და ასევე მომაყენეს სიტყვიერი შეურახყოფა, - ამის შესახებ პოეტმა ზვიად რატიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.

რატიანის თქმით, სასამართლო ამ ფაქტთან მიმართებაში ისე უნდა მოიქცეს, როგორც ეს კანონითაა გაწერილი.

"მე არც სასამართლომდე დამიმალავს, რომ ჩემი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მცემეს და ასევე მომაყენეს სიტყვიერი შეურახყოფა. კანონით რაც არის გათვალისწინებული ამ ფაქტზე ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მხოლოდ სამი მოწმე იყო სასამართლოზე, რომელიც ვიცანი, მაგრამ მონაწილეობდნენ თუ არა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, ვერ გეტყვით", - განაცხადა რატიანმა.

პოეტის თქმით, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე პროკურატურა ძიებას აწარმოებს, თუმცა საგამოძიებო ორგანოს, მისი დაზიანებების თაობაზე, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მიღებული არ აქვს.

ამასთან, როგორც რატიანი აღნიშნავს, იმ პოლიციელების ამოსაცნობად, ვინც მის წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა, ჯერ არ დაუბარებიათ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს