სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს მშობლები დღეს, 16:00 საათის შემდეგ მოინახულებენ

პანკისში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს მშობლები დღეს, 16:00 საათის შემდეგ მოინახულებენ.

თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მაჩალიკაშვილის დედას მედიკო მარგოშვილს და მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილის მონახულების საშუალება 17:00 საათამდე ექნებათ.

მშობლები სპეცოპერაციაში მონაწილე პირების გამოვლენასა და დასჯას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა