საქართველო Financial Times-ის სტატიაში ბრიტანელებისთვის ძირითადი ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში დასახელდა

ბრიტანულმა გამცემამ Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „სად წავიდეთ 2018 წელს?“. სტატიაში მიმოხილულია ძირითადი ტურისტული მიმართულებები ბრიტანელებისთვის. ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ასევე დასახელებულია საქართველო.

„მატულობს ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების - რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მიმართ. საქართველო მათ შორის გამორჩეულია ტურისტების ნაკადის სწრაფი მატების პროგნოზით 2018 წლისათვის, მით უმეტეს, რომ ეს სახელმწიფო მომავალ წელს თავისი დამოუკიდებლობის ასი წლისთავს ზეიმობს. ადრე საქართველოში ჩასვლა დისკომფორტთან იყო დაკაშირებული და თვითმფრინავის გამოცვლა გიწევდა მოსკოვში ან ვენაში, მაგრამ 2017 წლის მაისიდან „საქართველოს ავიახაზები“ კვირაში ორჯერ ახორციელებენ ფრენებს ლონდონიდან თბილისში“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს Wizz Air-მა დანიშნა ავიარეისი ლონდონი-ქუთაისი, რომელიც საშუალებას აძლევს ქუთაისიდან თბილისისაკენ მიმავალ ტურისტებს ღირშესანიშნაობები დაათვალიერონ.

„თბილისი კულტურული „უიკ-ენდის“ ერთ-ერთი მიმართულებაა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმით, გალერეებით, ღვინის დამზადების 8 000-წლიანი მემკვიდრეობით და მდიდარი სამზარეულოთი“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს