ესპანეთში გარდაცვლილი ქართველის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი მამაკაცის ოჯახი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ესპანეთში 43 წლის ქართველი მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ ბარსელონაში მოხდა. ავთანდილ დვალის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მეუღლის თქმით, ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაშია და საკონსულო გადმოსვენებაზე უარს ამბობს.

”გვითხრეს, რომ სხეული წამალს ვერ იღებს, ბალზამირება ვერ მოხერხდა და ამის გამო ვერ გადმოასვენებენ. ვის მივმართოთ აღარ ვიცი. მინდა, რომ შვილს მამის საფლავი ჰქონდეს.მეტს არაფერს ვითხოვ. სამი წელი მუშაობდა ესპანეთში, რა მოხდა დეტალურად არაფერი ვიცი. მატარებელს ვერ გადაასწრო ლიანდაგზეო",- ამბობს სოფო გაბეშია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა