„ნაციონალური მოძრაობის” წევრები შპს „თაუნ პარკს“ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები შპს „თაუნ პარკს“, რომელმაც ქალაქში პარკირების ადგილები მოაწყო, ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ანა წითლიძის თქმით, შპს-მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მას ყოველ სამ თვეში 50 750 ლარის გადახდა ევალებოდა, არ შეასრულა.

„ბიუჯეტში თანხა „თაუნ პარკს“ ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა შეეტანა. ჩვენ ამ თემაზე მოკვლევა დავიწყეთ ოქტომბრის თვეში და აღმოვაჩინეთ, რომ მათ ბიუჯეტში ამ დრომდე არა აქვთ შეტანილი თანხა, რაც დაახლოებით 100 ათასი ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ მივწერეთ მერიას, რომლისგანაც მივიღეთ პასუხი, რომ „თაუნ პარკი“ უკვე გააფრთხილეს“, - თქვა წითლიძემ.

მისივე მტკიცებით, კომპანიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია აფარებს ხელს.

სამხარეო ადმინისტრაციაში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორს ამ საკითხთან შეხება არა აქვს და ეს მერიის პრეროგატივაა. თავის მხრივ, მერიაში განმარტეს, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო