ზვიად რატიანის ადვოკატი - მოსამართლემ გაუგონარი და პრაქტიკაში დაუდგენელი განმარტება გააკეთა

პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი, ანა ნასრაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ გაასაჩივრებს. როგორც ნასრაშვილმა განუცხადა, გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში კატეგორიულად არ ეთანხმება. ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მოსამართლის განმარტება მართლმსაჯულების პრაქტიკისთვის გაუგონარი იყო.

"მოსამართლემ გააკეთა საკმაოდ გაუგონარი და პრაქტიკაში დაუდგენელი განმარტება სანქციებთან მიმართებით. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, წინა პროცესზე, შსს-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეებით ცალსახად გამოიკვეთა, რომ მათი პოზიცია ურთიერთგამომრიცხავი იყო. შესაბამისად წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ", - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო და 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლის განმარტებით, ზვიად რატიანისთვის მხოლოდ ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილება საახალწლო დღეების გამო მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა