ეკა გიგაური - ზვიად რატიანის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით ძალიან გაკვირვებული ვარ

ზვიად რატიანის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით ძალიან გაკვირვებული ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რატიანის პროცესის დასრულების შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსამართლეს ეს გადაწყვეტილება არ შეეძლო რომ მიეღო.

"ძალიან გაკვირვებული ვარ ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ იგი წინააღმდეგობას ვერ უწევს სამართალდამცველი უწყებების მოთხოვნებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეებს. ვფიქრობ, რომ სასამართლოს ზედაპირული რეფორმით არაფერი შეიცვლება და საჭიროა პოლიტიკური ნება. ბატონი რატიანის საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია. მთლიანად სისტემა არის მომართული მისი დისკრედიტაციისკენ, რათა საზოგადოებაში შექმნილიყო განწყობები ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ",- განაცხადა გიგაურმა.

სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო. რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლის განმარტებით, ზვიად რატიანისთვის მხოლოდ ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილება საახალწლო დღეების გამო მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა