სერგო რატიანი ზვიად რატიანის საქმეზე - ხელისუფლება დგამს სრულიად არაადეკვატურ ნაბიჯებს და დღეს ამაში სასამართლოც ჩაერთო

ხელისუფლება დგამს სრულიად არაადეკვატურ ნაბიჯებს და დღეს ამაში ჩაერთო სასამართლოც, - ასე აფასებს პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.

მისი თქმით, ამ დღეებში, ხელისუფლების მიერ გადადგმული სრულიად არაადეკვატური განცხადებების შემდეგ იმედი ჰქონდა, რომ ისინი გონს მოვიდოდნენ და ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

"როგორც ჩანს, არ აქვთ შეგნებული რას აკეთებენ, რა პროცესებთან აქვთ საქმე და რას აშავებენ. სამწუხაროდ, დღეს ამაში ჩაერთო ხელისუფლების სხვა შტო - სასამართლო. ჯერ უმაღლესი სასჯელი დააკმაყოფილა მოსამართლემ, შემდეგ კი გააკეთა კომენტარი, რომელიც არ შეესაბამება იმ უფლებამოსილებას, რომელიც აქვს სასამართლოს. კერძოდ, მოსამართლემ უთხრა ზვიად რატიანს, რომ საჩუქრად გაძლევ თავისუფლებასო. ეს არ უნდა შერჩეს ხელისუფლებას. ხელისუფლება მოქმედებს დაშინების მეთოდით",- განაცხადა რატიანმა.

სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო. რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლის განმარტებით, ზვიად რატიანისთვის მხოლოდ ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილება საახალწლო დღეების გამო მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო