აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტი - საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტი - საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსმა“ აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრების გადამზადებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

„ჩვენი პროექტის მიზანია, საჯარო სექტორის აუდიტორული საქმიანობისთვის მოვამზადოთ შესაბამისი პროფესიის მქონე ბაკალავრები და მაგისტრანტები, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ საჯარო სექტორის კვალიფიციური აუდიტორები“, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მისი თქმით, სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

საჯარო სექტორის აუდიტის სასწავლო კურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი. სასწავლო კურსის ხანგძლივობა 3 თვეს შეადგენს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა