საპილოტე რეჟიმში ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია პროფესიულ სწავლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პილოტირების შედეგად შემუშავდება სისტემური ცვლილებები, რაც შესაძლებლობას მისცემს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ. პილოტირების შუალედურ შედეგებს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა აღნიშნა, პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადსაგანმანათლებლო განათლების პილოტირების მხარდაჭერა 2018 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. მომავალში მსგავსი მოდელი საქართველოს ყველა კოლეჯში დაინერგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა