პოეტი პაატა შამუგია ზვიად რატიანის საქმეზე - სასამართლო მოიქცა ისე, როგორც არ უნდა მოქცეულიყო

ჩვენი აზრით, სასამართლო მოიქცა ისე როგორც არ უნდა მოქცეულიყო, - ასე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად რატიანის მიმართ პოეტი პაატა შამუგია. მისი თქმით, ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებები სამარცხვინო ლაქად დარჩება სასამართლოს ისტორიაში.

"ჩვენი აზრით, სასამართლო მოიქცა ისე როგორც არ უნდა მოქცეულიყო. ეს ხდება პირველივე დღიდან, როდესაც წარმოებაში მიიღო ყალბი ვიდეომასალა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც დაადასტურა, რომ ეს იყო შეკოწიწებული და შეთითხნილი ვიდეო. მინისტრმაც გარკვეულწილად ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს იყო გარკვეუწილად ფალსიფიცირებული, შეკერილი ვიდეო. ეს არის სრულიად სამარცხვინო ლაქა სასამართლოს ისტორიაში და ამას ასე არ დავტოვებთ. ყველას ვამხელთ ვინც ხელში მოგვხვდება",- განაცხადა შამუგიამ.

სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო.

ზვიად რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.