გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა შემუშავდა

ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინიცირებით, კომპანია ,,თავისუფალი არქიტექტორების“ მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 28 დეკემბერს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ოფისში 2 გეგმარებითი არეალის საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც ავტორთა ჯგუფმა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაცია წარმოადგინა.

განხილვაში აღნიშნულ არეალებზე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაინტერესებული პირები და საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები - სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური მონაწილეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №488 განკარგულების საფუძველზე შემუშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო