ვასილ მაღლაფერიძე – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ევროპის ბიურო არ იხურება, არამედ ძლიერდება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ევროპის ბიურო არ იხურება, არამედ ძლიერდება, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ევროპის ამბების გაშუქების საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მაღლაფერიძემ განმარტა, მომავალი წლიდან მოხდება ბიუჯეტის გაზრდა, რათა მოხდეს ევროპაში მიმდინარე ამბების უფრო მეტად გაშუქება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

„ევროპის ბიურო კი არ იხურება, არამედ ძლიერდება, ჩვენ ევროპაში ვგეგმავთ დაახლოებით 6 თანამშრომლის გამოყოფას. მათ შორის, ქალბატონი ქეთევან ქარდავა, რომელიც ამჟამად მუშაობს ევროპაში, იქნება ჩართული. ასევე ვგეგმავთ ერთ გადაცემას, რომელიც იქნება ორიენტირებული მთლიანად ევროპის ამბებზე. ამისთვის სპეციალურად გავზარდეთ ბიუჯეტი. ჩვენი ევროპის ბიურო იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო აქამდე“, - განაცხადა ვასილ მაფლაფერიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ სრულად მოხდეს ევროპის მოცვა და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იყოს უფრო მეტად ჩართული პროცესებში.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს