რუსთავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ რუსთავში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ადამიანებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, რუსთავში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ადამიანებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუა და ლევან ონიანი უხუცეს პედაგოგ ნელი ღამბაშიძეს, მშენებელ-ინჟინერ თარაშ ესიავას, ვეტერან კალათბურთელ კარლო ნაჭყებიას, მწვრთნელ ვახტანგ ლობჟანიძეს, მხატვარ ამირან ივანიძეს, მუსიკის პედაგოგ სირანუშ არუთინოვას, მსახიობ ნათელა მუხულიშვილს, ქიმიკოს შაქრო ჩალაძეს, ექიმ იამზე ცერცვაძეს, მეეზოვე მანანა ყალადაშვილსა და სოსო ხურციძეს, ასევე ინჟინერ გივი ჭიპაშვილსა და მოსამართლე ჟუჟუნა გურგენიძეს სახლში ესტუმრნენ და საახალწლო ნობათი გადასცეს.

,,ამ ადამიანებს განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. მათ არა ერთი თაობა ჰყავთ აღზრდილი, არა ერთი შენობა და ხიდი აშენებული, არა ერთი სიცოცხლე გადარჩენილი, ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე და ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პირადად მიგველოცა მათთვის დამდეგი შობა-ახალი წელი, ჯანმრთელობა, დღეგძელობა და წარმატებები გვესურვა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დღესვე რუსთავის მერი მუნიციპალურ მოხუცთა სახლ ,,ქსენონს“, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა მხეიძესთან ერთად ესტუმრა და მოხუცებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ნობათი წელს 3091-მა რუსთაველმა მიიღო, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრებისა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებმა, დღის ცენტრების, მოხუცთა სახლ „ქსენონისა“ და უფასო სასადილოების ბენეფიციარებმა, ვეტერანებმა, სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა ოჯახებმა.

როგორ რუსთავის მერიაში აცხადებენ, დღეს 16:00 საათიდან რუსთავში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ,,საახალწლო სოფელში“, სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს