ექსპერტიზამ გავრცელებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ტექნიკისა და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტიზამ არსებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

„ფარული სამძებრო ღონისძიების გატარების შედეგად მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ფრაზები ოქმში არის პერსონიფიცირებული“, - განაცხადა სარგანმა.

მისი თქმით, „დაახლოებით 15 ადამიანი, რომლებიც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის, კურჩენკოს, დინიკისა და დანგაძის სისხლის სამართლის დანაშაულების დოკუმენტირებაში ეხმარებიან, დაკითხულები არიან მოწმის სახით და ამჟამად სახელმწიფო დაცვით სარგებლოგენ“.

აქამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა