მშენებლობაზე დაშავებული ორი მუშა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისში, კოსმონავტების 45 ა-ში მიმდინარე მშენებლობაზე დაშავებული ორი მუშა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მშენებარე ობიექტის გვერდით მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე თინათინ ელეფტერიადუმ განუცხადა, მშენებლობაზე ბეტონის კონსტრუქციის შუა ნაწილი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა და დაშავებული მამაკაცები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მშენებლობა მიმდინარეობდა ყველანაირი ნორმების დაცვის გარეშე, ჩამოინგრა ბეტონის კონსტრუქციის შუა ადგილი, ჩაიყოლა ორი მუშა და არ ვიცით მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერი“, - განაცხადა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.

ადგილზე უკვე მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. როგორც მათ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა