ქეთევან ციხელაშვილი ხურვალეთში მდებარე ხანდაზმულთა სახლს ექიმებთან ერთად ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში მდებარე ხანდაზმულთა სახლს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებთან ერთად ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილი მოხუცების მდგომარეობით დაინტერესდა, მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. სხვადასხვა პროფილის ექიმებმა კი ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს და ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.

“დღეს ხურვალეთის მოხუცთა სახლში იმისათვის ჩამოვედით, რომ ჩვენს მოხუცებს ახალი წელი მივულოცოთ. მინდა პირველ რიგში მშვიდობა ვუსურვოთ, რაც ამ სოფლისათვის, ამ რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მინდა მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და სწორედ ამიტომ, დღეს ჩემთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმები არიან, რომლებმაც ბენეფიციარები გასინჯეს და კონსულტაცია გაუწიეს. ბუნებრივია, საჭიროების მიხედვით ხანდაზმულებს მედიკამენტებით მომარაგებაშიც დავეხმარებით. ეს ჩვენი მხრიდან არის სიმბოლური აქცია, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რაც ჰქონდათ და მომავალშიც ექნებათ იმ ადამიანებს, რომელთაც გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. განსაკუთრებით აქ, ამ სოფელში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. ეს მოხუცებიც სწორედ ამ სოფლიდან და მიმდებარე სოფლებიდან არიან“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

„სახლი საზღვრებს გარეშე“ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაიხსნა. მისი ბენეფიციარები შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლიდან არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა