თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, მედიკოსები მეუბნებიან, სადაც არ უნდა წავიყვანოთ, არ გვგონია, რამე ეშველოსო

თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უცხოეთიდან ექიმის მოწვევას ან მის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას აპირებს.

როგორც დაჭრილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ვითარება ძალიან კრიტიკულია და მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.

მისივე თქმით, ქართველი ექიმები აღარ აიმედებენ, რის გამოც უცხოელი ექიმების მოწვევის ან სხვა ქვეყანაში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო.

“მკურნალ ექიმს ვესაუბრე. ვითარება დღეს არის ძალიან კრიტიკული. კარგისკენ არ არის არაფერი, ცუდისკენ მიდის ყველაფერი. ქართველი მედიკოსები მეუბნებიან, რომ სადაც არ უნდა წავიყვანოთ, არა გვგონია, რამე ეშველოსო. მაინც გულში რაღაც რომ არ დამრჩეს, ვაპირებ, მოვიწვიო რუსეთიდანაც და სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ექიმები. ასევე მეორე ვერსია არის სხვაგან გადაყვანა. ღმერთის ხელშია ყველაფერი”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის პანკისში სპეცოპეაციის დროს თავის არეში დაჭრეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო