სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტი შემოდის

სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტი შემოდის, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს.

ამას მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის ფარგლებში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი) უფლებამოსილია, განიხილოს შემდეგი საქმეები: საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეები და მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეები.

პროექტის მიხედვით, მაგისტრი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს. მაგისტრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის იგივე საფუძვლები და სამართალწარმოება ვრცელდება, რაც მოსამართლეებისთვის არის გათვალისწინებული.

სასამართლოს შესაბამის მოხელედ (მაგისტრად) შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კომიტეტი ცვლილებებს სასამართლოს საქმეებისგან განტვირთვის საჭიროებით ხსნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო