ეკა ბესელია ზვიად რატიანის საქმეზე - გამოძიების ობიექტურად ჩატარება მნიშვნელოვანია და ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით

გამოძიების ობიექტურად ჩატარება მნიშვნელოვანია და ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სასამართლოს მიერ პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

„ძალიან საყურადღებო პროცესია და ვაკვირდებით ყურადღებით. ადამიანის უფლებების პრიმატს ვაღიარებთ, ასევე, ხედავთ შს ახალი მინისტრის პოზიციას, ის არ ცდილობს მიჩქმალოს რაიმე და ღიაა საზოგადოებას ესაუბროს. რეაგირება მოახდინეს მყისიერად, როდესაც შეუჩერდა პოლიციელს პირველივე დღეს უფლებამოსილება, გამოძიების ობიექტურად ჩატარება კი მნიშვნელოვანია და ეს თქვა ბატონმა გახარიამაც. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, სასამართლომ სცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილად რატიანის მხრიდან, ხოლო გამოძიება გრძელდება რატიანის მიმართ განხორციელებული ქმედების ფაქტზე. ველოდებით, რომ სამართლიანად მოხდება ყველა მოქმედება“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ სცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა