ზვიად ქორიძე - შესაძლოა, ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერჯერობით სამუშაო პროცესია

შესაძლოა, ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერჯერობით არის სამუშაო პროცესი, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტისა და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს შეხვედრა შედგა იმიტომ, რომ პრეზიდენტს და სამსახურებს, რომლებიც მას ამ უფლებამოსილებების განხორციელებაში ეხმარება, მიეღოთ ინფორმაციები იმ ჯგუფებისგან, რომლებიც ნარკოპოლიტიკაზე და მის ლიბერალიზაციაზე მუშაობენ ქვეყანაში.

”ბუნებრივია ერთ-ერთი შედეგი ამ შეხვედრის იყო, რომ შეწყალების კომისია კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ჯგუფს, კიდევ ერთხელ იმსჯელონ ამ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება მარკოპოლოტიკის გააზრება. კომისიის წევრებსაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, წმინდა პრაქტიკული ხასიათის. შეიძლება ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერჯერობით არის სამუშაო პროცესი", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კითხვაზე, შეწყალების პირველივე ტალღის დროს შეიძლება თუ არა ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა, ქორიძემ უპასუხა, რომ შეწყალებას ტალღები არ აქვს და შეწყალება ინიშნება მაშინ, როცა პრეზიდენტი დაიშნავს.

"ყოველ ბრიფინგზე, როცა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შეწყალების აქტს ვაცხადებ, აუცილებლად ვუსვამ ხაზს თუ რამდენი ადამიანი არის ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული და შეწყალებული იმ კონკრეტული შეწყალების აქტით. ეს ადასტურებს იმას, რომ მიდგომა საკმაოდ ლოიალურია. პირობას გაძლევთ, არ გამკაცრდება, ხოლო რამდენად უფრო ლიბერალური გახდება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს კოალიციის წარმომადგენლებთან შეწყალების კომისია და როგორ ჩამოყალიბდება საერთო ხედვაზე", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო