მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ვერ შეძლებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ News One-ს ეთერში განაცხადა.

„პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ეს ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით, სასამართლოს გზით მოქალაქეობას დავიბრუნებ, ვინაიდან პოროშენკომ ის უკანონოდ ჩამომართვა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის პარლამენტთან კარვების ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე მას, პრაქტიკულად, არანაირი გავლენა არ გააჩნია.

„ეს უბრალოდ ხალხია, რომელთანაც საუბარია საჭირო. ხვალ რომ ვუთხრა, წადით სახლში, ისინი არსად წავლენ. მათ აქვთ კონკრეტული აზრი და მიდგომა, ხელისუფლება ვალდებულია მათთან დიალოგი დაამყაროს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს