თამარ ტალიაშვილმა და ზაზა გაბუნიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატებმა მოხუცებს საახალწლო ნობათთან ერთად, საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ინვენტარი გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს, რისთვისაც პანსიონატის დირექტორმა მათ მადლობა გადაუხადა.

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 56 მოხუცი ცხოვრობს.