ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა გრძელდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა დღესაც გრძელდება.

შარაშიძე საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც მან შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ „კონსტრაქტ ვიჟენის“ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაინტერესება კარტელურ საქმიანობას უკავშირდება, რეალურად კი აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

მისივე განცხადებით, დამატებით კითხვებს აჩენს ისიც, რომ სახელმწიფო აღნიშნული საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.

„მე კიდევ ერთხელ განვმეორდები და მაქვს იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული გამოძიება უკავშირდება კარტელურ გარიგებებს და იმ განცხადებებს, რომელიც ჩემი მხრიდან გაკეთდა. სახელმწიფომ ჩვენს მიერ შესყიდული მიწის ნაკვეთ 6 თვის წინ გამოისყიდა და რატომღაც მხოლოდ გუშინ აღმოაჩინეს, რომ იქ მდგარი შენობა-ნაგებობები აღარ იყო. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მიერ არანაირი დემონტაჟი არ მომხდარა და ამისთვის გამოძიებას მარტივად შეუძლია ამოიღოს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ვინაიდან შენობის დემონტაჟის დროს იქ აუცილებლად იმუშავებდა მძიმე ტექნიკა. ამავდროულად ჩვენ გადავიხადეთ საგარანტიო თანხა 35000 ლარის ოდენობით და იმაზე, თუ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რა მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჩვენ პასუხისმგებლები არ ვართ, რადგან მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია „კონსტრაქტ ვიჟენის“ 2016 წელს ლილოს ტერიტორიაზე შესყიდული მიწის ნაკვეთის საკითხით დაინტერესდა, სადაც განლაგებული იყო 4 შენობა-ნაგებობა, ხოლო 6 თვის წინ სახელმწიფომ „კონსტრაქტ ვიჟენის“ მიერ შეუსრულებელი ვალდებულების გამო აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკან გამოისყიდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონატაჟი განხორციელდა, საიდანაც შესაძლოა, დემონტაჟის განმახორციელებელმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის მოგება ნახა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა