გიორგი შარაშიძის ადვოკატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ტენდენციურობაში ადანაშაულებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის ადვოკატი შოთა მანელიძე ტენდენციურობაში ადანაშაულებს.

მანელიძის განცხადებით, გამოძიებას არ წარმოუდგენია კონკრეტული გარემოებები და სამხილები, რაც კომპანია „კონსტრაქტ ვიჟენის“ შესაძლო გადაცდომებს ან დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდება.

მისივე თქმით, ლილოს ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება კომპანიას, ვინაიდან სახელმწიფოს აღნიშნული ტერიტორია პირვანდელი სახით გადასცა.

„გამოძიება აშკარად ტენდენციურად მიმდინარეობს. გუშინ, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით გამოკითხვაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა და არ წარმოუდგენიათ კონკრეტული გარემოებები და სამხილები. ჩვენს მხარეს ყველაზე მეტად სურს ობიექტურობის დადგენა იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კომპანიის მიმართ. გვინდა, რომ ამ საქმეს სამართლებრივი ახსნა ვუპოვოთ. ცალსახაა, რომ „კონსტრაქტ ვიჟენი“ არაა აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა შოთა მანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა