ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სპეცილურ მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გამოძიება ჩქარობს, რაც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს არ უწყობს.

"ჩვენ, ბრალდებულ გ.ჯ.-ს დაცვის მხარე, მომხდარიდან პირველ დღეებში გაკეთებული განცხადების შემდეგ, თავს შეგნებულად ვიკავებდით ყოველგვარი კომენტარისგან. ვაკვირდებოდით გამოძიების მიმდინარეობას, ველოდებოდით ექსპერტიზის შედეგებს, რათა შეგვეფასებინა რამდენად გამართულად მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი.

გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ მიგვაჩნია, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომლებზეც პასუხი გამოძიებას არ გაუცია. შესაბამისად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გამოძიება ჩქარობს, რაც ხელს არ უწყობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

სწორედ ამიტომ, 26 დეკემბერს მივმართეთ საქალაქო სასამართლოს გამოძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება. ჩვენი მიზანია, დადგინდეს სიმართლე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც ითხოვს სიზუსტეს და აწუხებს საზოგადოებას", - აღნიშნულია კაკაბაძის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა