ირაკლი აბუსერიძემ და ასოციაცია „მომავლის მზემ“ სოციალური აქცია წამოიწყო

ირაკლი აბუსერიძემ და მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაცია - „მომავლის მზემ“ სოციალური აქცია #შეამჩნიე წამოიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ისნის №8 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ, აქციის ფარგლებში, ჟანა კუპრიაშვილის ოჯახი მოინახულა და საახალწლო ნობათი გადასცა.

„მადლობას ვუხდი მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციას „მომავლის მზე“ გვერდში დგომისთვის და ასეთი სოციალური პროექტების წამოწყებისთვის. ასოციაციის დაარსების დღიდან გრძნობენ ადამიანები მათ ყურადღებას და ეს არ ვრცელდება მხოლოდ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მარტოხელა დედებზე. აქცია #შეამჩნიე ძალიან სასარგებლო წამოწყებაა და ვიმედოვნებ, რომ მის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული კერძო პირი თუ კომპანია ჩაერთვება. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ასეთი კატეგორიის დედების მიმართ და ვეცადოთ მათი ყოფითი ცხოვრება ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

აქციის მიზანია, მოიძიონ პარტნიორი კომპანიები, რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებენ და პერმანენტულად საკვებითა თუ სხვა პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფენ, იმ მარტოხელა დედებს, რომელთაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა და ასოციაციამ „მომავლის მზემ“ აქციის პირველი ეტაპი სამშენებლო კომპანია „დირსთან“ ერთად ჩაატარა და წინასაახალწლოდ სხვადასხვა პროდუქტით მოამარაგა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს