ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი 6 ერთეული Fiat-ის მარკის ავტომობილით განაახლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი ავტომობილების გადაცემას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად ესწრებოდა.

ზურაბ პატარაძემ მანქანების გადაცემის ღონისძიებაზე შეკრებილ ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

„ჩვენ გვჭირდება მაღალი სტანდარტების სრულად აღჭურვილი ტექნიკა. მინდა გავიხსენო, რომ ავტოპარკის განახლება შარშანაც განხორციელდა. გავიდა ერთი წელი და ქალაქ ბათუმის მერიამ შეისყიდა უკვე 6 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტომანქანა, სრული აღჭურვილობით. 518 ათასი ლარი დაიხარჯა სრულად ამ მანქანებისთვის, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სერვისების გაუმჯობესება, უნდა იყოს გამართული ტექნიკა, რათა სასწრაფო მანქანები ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილზე“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ახალი მანქანები ყველა საჭირო მოწყობილობითაა აღჭურვილი. ავტომობილების ღირებულება 518 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომობილებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბალანსზე რიცხული ძველი ავტომობილები ჩანაცვლდება. ცენტრმა მაშინ 4 ერთეული ფოლკსვაგენის მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს. ზამთრის სეზონზე დამატებით კიდევ 2 ბრიგადა მუშაობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს