ოლიმპიადა ევერესტის მე-17 სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ხვალ, 14:00 საათზე, მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-17 სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2017 წელს “ევერესტის“ მე-17 სეზონზე საქართველოს მაშტაბით 16 000 -მდე კონკურსანტი დარეგისტრირდა.

2017 წლის შემოდგომის სეზონის მონაწილე II , III, IV, V და VI კლასებში სამ ტურში დაგროვილი ქულების მიხედვით გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ოლიმპიადა „ევერესტი“ თითოეულ კლასში პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილას გასულ კონკურსანტებს დაასახელებს. გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, სიგელები, დიპლომები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები, ასევე, პარტნიორებისგან „ექსპერიმენტორიუმი“ „რობოტიქსი“, კომპანია „ზედაზენის“ და ბავშვთა გასართობი ცენტრი “Star club”-სგან პრიზები გადაეცემათ.

მათემატიკის ოლიმპიადა „ევერსტი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ზუგდიდში, ოლიმპიადას გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებისთვისაც ატარებს. წლევანდელ სეზონზე გალელმა კონკურსანტმა სამ ტურში დაგროვილი ქულებით საპრიზო ადგილი დაიკავა და მას სპეციალური საჩუქარი გადაეცემა.

„ოლიმპიადა „ევერესტი“ მხოლოდ მოსწავლეების დაჯილდოებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვატარებთ ასევე პედაგოგების კონკურსს. იმისთვის, რომ მასწავლებელი კონკურსში ჩაერთოს, ოლიმპიადაში მისი სულ მცირე ათი მოსწავლე მაინც უნდა მონაწილეობდეს და გამარჯვებული პედაგოგი სწორედ მათი მოსწავლეების შედეგების მიხედვით ვლინდება.

ოლიმპიადა ევერესტის ორგანიზებით უკვე ორი სეზონია კონკურსი ,,ოქროს ტური“ ტარდება, რომელიც გახლავთ „ევერესტის“ ოლიმპიადისგან დამოუკიდებელი კონკურსი. განსხვავებულია წესებით, ფორმატით, ამოცანებით. განსაკუთრებულია პრიზებითა: თითოეულ კლასში პირველი ადგილის მფლობელი იღებს თავისივე არჩეულ პრიზს. ასევე ჯილდვდებიან საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებიც.

გამარჯვებული „ევერსტელების“ დაჯილდოების ღონისძიებას გალის რესურსცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები დაესწრებიან. ოლიმპიადა "ევერესტი" მათემატიკოსმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დააარსა. მასში მონაწილეობას მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები იღებენ.

ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში, ის თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავში, ხაშურში, ლანჩხუთში, ბორჯომში, გურჯაანში, ოზურგეთში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება. საშუალოდ მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს