კოლუმბიაში ღამის კლუბში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

კოლუმბიის ქალაქ კაუკასიაში, ღამის კლუბში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დააკავეს მამაკაცი და ქალი, რომლებიც მომხდარში არიან ეჭვმიტანილი.

აფეთქების შედეგად დაშავებული 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. მერის განცხადებით, 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ხელყუმბარა ისროლა, ადგილობრივ მკვლელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც ადრე უკვე ჩაიდინა სხვადასხვა სახის თავდასხმები.

ქალაქის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ხელყუმბარის აფეთქება შესაძლოა ღამის კლუბის ხელმძღვანელობისგან ფულის გამოძალვის მცდელობას უკავშირდებოდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა