ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში საახალწლო კონცერტს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ბათუმის ბულვარში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო.საახალწლო განწყობა ბულვარის კოლონადებთან ბათუმელმა შემსრულებლებმა გიორგი ბერიძემ, ირაკლი გოგიტიძემ და ადგილობრივმა ბენდებმა შექმნეს. შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც.

კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან, ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო ტკბილეული.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარი ახალ წელს პირველად ხვდება საზეიმოდ მორთული და თანამედროვე სტილის ნაძვის ხით. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და „ბამბუკების ხეივანი", დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული თაღი, სამგანზომილებიანი პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები.

რაც შეეხება ევროპის მოედანს, ის დღეს, ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტს მასპინძლობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო