თბილისში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესბანკზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესბანკზე თავდასხმა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაცვისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ღონისძიების შედეგად თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

არსებული ინფორმაციით, ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 179-ე, ყაჩაღობის მუხლითა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო