სოფიო ვერძეული - შს მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე პოლიციაში ძალის გადამეტების პრობლემაზე ვისაუბრეთ

შს მინისტრთან და მის მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ პოლიციაში ძალის გადამეტების პრობლემაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან და მის მოადგილეებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით შედგა, სადაც საუბარი შეეხო იმ დაგეგმილ რეფორმებს, რომელზეც შსს მუშაობს.

„ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის დაგეგმილ რეფორმებზე. ამ ნაწილში რამდენიმე პოზიტიური საკითხი აღინიშნა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის რეფორმა და ასევე უბნის ინსპექტირების საკითხი. ჩვენი მხრიდან დაისვა საკითხები, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მიექანიზმის შექმნის თაობაზე, გენერალური ინსპექტირების რეფორმირება, ძალის გადამეტების პრობლემა პოლიციაში. ასევე, ვისაუბრეთ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე. ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ის, რომ კარგი იქნექბა თუ ამ ინიციატივის განხილვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება და ამ საკითხის განსახილველად სამუშაო ჯგუფი შექმნება“, - განაცხადა სოფიო ვერძეულმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო