"პალიტრა მედია ჰოლდინგში" თანამშრომლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების ლექცია ჩატარდა

27 დეკემბერს, "პალიტრა მედია ჰოლდინგში" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, თანამშრომლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების ლექცია ჩაატარეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად აღწერეს თუ როგორ შეიძლება გაჩნდეს შენობაში ხანძარი და რა ხერხებით უნდა ავიცილოთ თავიდან მისი გაჩენა.

"მოვიწვიეთ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით საამისოდ უფლებამოსილი პირები. მათ თანამშრომლებს აუმაღლეს ცოდნა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში და როგორ უნდა დატოვონ სამუშაო ოათახები დაკვამლიანების დროს. მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამორთონ ელექტრო ხელსაწყოები, ხოლო თუ ხილვადობა ნაკლებია, უმჯობესია ხოხვით დატოვონ შენობა." - განმარტა "პალიტრა მედია ჰოლდინგის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ნიქაცაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თანამშრომლებს აჩვენეს შენობაში არსებული სხვადასხვა ტიპის ცეცხლმაქრი საშუალებები, რის შემდგომაც ცნობილი გახდა, რომ ცეცხლმაქრების გამოყენება შესაძლებელია ელექტრო სადენებზე გაჩენილი ცეცხლის დროსაც.

ლექციის დასასრულს, ჩატარდა სიმულაციური ვარჯიში, ცეცხლმაქრების საშუალებით თანამშრომლებმა ღია ცეცხლი თავად ჩააქრეს.

"პალიტრა მედია ჰოლდინგში" მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემის მონტაჟი, რაც ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში დაცვის სამსახურს საშუალებას მისცემს, კონკრეტულად დაინახოს ხანძრის კერის ადგილმდებარეობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს