„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა

გამრეკელის ქ. #116-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესბანკის ფილიალზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა ბანკის თანამშრომელმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. თავდამსხმელმა ექსპრესბანკიდან თანხის გატანა ვერ შეძლო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 179-ე, ყაჩაღობის მუხლითა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო