შიდსის ცენტრი 2017 წელს აჯამებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 6758 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 5049 მამაკაცია, ხოლო 1709 – ქალი. აივ/შიდსით ავადმყოფთა სავარაუდო რიცხვი ქვეყანაში 12 ათასია. ამის შესახებ ინფორმაციას შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შიდსის შემთხვევების მატება, სახელმწიფოსგან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. „საქართველომ შიდსის სამსახურის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე ქვეყანაში რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, რაც მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას და აივ/შიდსზე ეფექტური საპასუხო ღონისძიებების გატარებას“,-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“.

„სადღეისოდ შიდსისგან სრული განკურნება შეუძლებელია, მაგრამ დადგენილია, რომ თუ შიდსით პაციენტი იღებს ხარისხიან მკურნალობას, მის სისხლში ვირუსი ხდება არაგანსაზღვრადი და ასეთი პაციენტი ინფექციის გავრცელების წყაროს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, თუ გამოვავლენთ და ვუმკურნალებთ ყველა შიდსით პაციენტს, ან მათ უმრავლესობას მაინც, შიდსის ახალი შემთხვევები ქვეყანაში აღარ იქნება, რაც გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) განსაზღვრებით ნიშნავს „შიდსის ეპიდემიის დასრულებას“ (Ending the AIDS Epidemic)“,-აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, „აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველო იქნება მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შესძლო ორი ყველაზე სერიოზული ქრონიკული ინფექციური დაავადების - აივ/შიდსის და C ჰეპატიტის დამარცხება“.

ინიციატივას მხარი დაუჭირეს სამთავრობო, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებმა და ა.წ. 1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო