სოფიო ვერძეული - რატიანის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენლის, სოფიო ვერძეულის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და მის მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. მათ შორის საუბარი შეეხო პოეტ ზვიად რატიანის დაკავების საქმესაც.

როგორც ვერძეულმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მესამე სექტორი ზვიად რატიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ვერძეულის თქმით, უწყების წარმომადგენლების პოზიცია იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე სამართლიანად მიიჩნევენ.

„რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, შევეხეთ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს და დღევანდელ სასამართლო განხილვას. ჩვენი პოზიცია ამ საქმეზე არის ის, რომ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილში, ცხადია, სამინისტროს პოზიცია არ დაუფიქსირებია, ფაქტობრივ მოცემულობებთან დაკავშირებით მათი მხრიდან ითქვა, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და სამინისტრო თანამშრომლობს, რათა ობიექტურობა დადგინდეს. დღევანდელ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, სამინისტროს, როგორც მხარეს, გასაგებია რა დამოკიდებულებაც აქვს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ისინი თვლიან, რომ სამართლიანია სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მტკიცებულებების პრობლემებია საქმეში, ამიტომ სააპელაციოში გავასაჩივრებთ“, - განაცხადა სოფიო ვერძეულმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო