ეკა გიგაური - მესამე სექტორი დაინტერესდა, რა ხედვები აქვს შს მინისტრს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და მის მოადგილეებთან მესამე სექტორმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებთან მიმართებაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვები ჰქონდათ.

როგორც ეკა გიგაურმა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო ნარკოტიკების ჩადების საკითხს, ასევე, ისაუბრეს პოეტ ზვიად რატიანის ცემისა და გასამართლების საქმეზე.

ეკა გიგაურის განმარტებით, მესამე სექტორი დაინტერესდა იმით, რა ხედვები აქვს შს მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვკითხეთ მინისტრს მისი გეგმები და მისი ხედვები ამ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან დაკავშირებით. ცხადია, პოეტ ზვიად რატიანის საქმე იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის შემთხვევაში ნაკლები კითხვა დაისმებოდა. ასევე. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიც არის ნარკოტიკების ჩადება და ა. შ. ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ ნარკოპოლიტიკაზე. საერთო ჯამში ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, ბოლო პერიოდში დაგროვებულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრობლემური იყო ის საკითხი, რაც რატიანთან დაკავშირებით გავრცელდა, ვგულისხმობ ვიდეომასალას და ვფიქრობ, რომ ეს მიზანშეწონილი არ იყო“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, საუბარი შეეხო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის რეფორმირების საკითხსაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა