სოფიო ვერძეული - შს მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე პოლიციაში ძალის გადამეტების პრობლემაზე ვისაუბრეთ

შს მინისტრთან და მის მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ პოლიციაში ძალის გადამეტების პრობლემაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან და მის მოადგილეებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით შედგა, სადაც საუბარი შეეხო იმ დაგეგმილ რეფორმებს, რომელზეც შსს მუშაობს.

„ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის დაგეგმილ რეფორმებზე. ამ ნაწილში რამდენიმე პოზიტიური საკითხი აღინიშნა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის რეფორმა და ასევე უბნის ინსპექტირების საკითხი. ჩვენი მხრიდან დაისვა საკითხები, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მიექანიზმის შექმნის თაობაზე, გენერალური ინსპექტირების რეფორმირება, ძალის გადამეტების პრობლემა პოლიციაში. ასევე, ვისაუბრეთ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე. ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ის, რომ კარგი იქნექბა თუ ამ ინიციატივის განხილვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება და ამ საკითხის განსახილველად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება“, - განაცხადა სოფიო ვერძეულმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა