თბილისში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესბანკზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე წუხელ „საქართველოს ბანკის“ ექსპრესბანკზე თავდასხმა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაცვისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ღონისძიების შედეგად თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 179-ე, ყაჩაღობის მუხლითა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა