ოზურგეთის რაიონში ავარიას ერთი ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში მომხდარ ავარიას ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. მომხდარის შედეგად მამაკაცი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ, მათი შვილი და სიძე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს